მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საპენსიო ასაკის იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც მთაწმინდის რაიონში არიან რეგისტრირებულნი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,საუბარი ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხებოდა. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუატატი მათ პრობლემურ საკითხებსაც გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. შემდგომ კი მოქალაქეებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების” ინიციატივით მოეწყო.
