ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

 ლაშა ტალახაძე დაიბადა  1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.[3]

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა[4]. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა[5].

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა.[6][7] ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა[8]. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი .

               1)    გამარჯობა ბატონო ლაშა, მოგვიყევით თქვენს შესახებ , თქვენი წარმატების შესახებ თუ რა ჯოლდოები გაქვთ მოპოვებული?

გამარჯობა, მე ვარ ლაშა ტალახაძე დავიიბადე საჩხერეში. ჩემი პროფესია მოგეხსენებათ არის ძალოსნობა, სიმართლე გითხრათ ვერავინ წარმოიდგენდა ერტ დროს, რომ მე ამხელა წარმატებას მივაღწევდი,რადგან ბავშობასი ძალიან სუსტი ვიყავი.

2) თქვენ პირველი ჯილდო,რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მოგანიჭათ?

მივიღე მონაწილეობა ევრობის ჩემპიონატძე,რომელიც ესპანეტში ჩატარდა და სამი ოქროს მედალი წამოვიღე პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაზე.  ამ მედლებმა გადაწყვიტეს ჩემი პროფესიის გაგრძელება,რადგან ვყოყმანობდი, სხვა სპორტზე მინდოდა გადასვლა. ვერ ვპოულობდი მაინც ძალოსნობაში ჩემს თავს.

3) თქვენ ახსენეთ,რომ სხვა სპორტზე გინდოდათ გადასვლა,რომელს გულისხმობდით?

ან რაგბი მინდოდა , ან კალათბურთი ,სიმაღლიდან გამომდინარეც.~

4) რამდენი მედალი გაქვთ?

ჯამში დაახლოებით 70-მდე მექნება.

5) ჩემპიონების საუზმე როგორია? 

სიმართლე ,რომ გითხრათ არ მაქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, მივირთმევ ყველაფერს, მთავარია რაც შეიძლება მეტი ვჭამო.

6)პირვველად,რომ იამაყეთ თქვენი აწეული წონით ,რამდენი კილოგრამი იყო?

22 წლის ვიყავი უკვე,როდესაც  260 კილოგრამს ვეჭიდებოდი.

7)  რას ეტყვით იმ მოზარდებს,რომლებსაც აქვთ ოცება რომ გაიმეორონ თქვენი წარმატება?

დრესდღეობით არის ისეთი პირობები , რომ სპორტსმენი აღიზარდოს ,რომელსაც დაგეგმილი აქვს და მიზანიდასახული ადამიანია,ის არ გაყოვნებს მაგალითად რომ თეთრი კედლები არ გაქვს,ვგულისხმობ  გარემონტებულ დარბაზში ვარჯიშს.

8) ბავშვობაში ალბათ ვერავინ გეცხუბებოდათ, ყველას ერეოდით ?

სიმართლე გითხრათ დიდად არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული ძალით,არც ვცხუბობდი არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა გაგიკვირდებათ და.

9) როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ინტერნეტით, მოგეხსენებათ დღეს ბევრი ადამიანი იცნობს ინტერნეტსაშულებებით  მის მეორე ნახევარს, მეც ასე გავიცანი.სურათები ნანახი მქონდა მის სოციალურ ქსელში, თუმცა პირადად რომ გავიცანი მაშინ მომეწონა.    ორი თვე საერთოდ არ მწერდა,მერე უკვე გამოვიდა კონტაქტზე.  მერე როგორც ხდება ხოლმე,უფრო ხშირი კონტაქტი გვქონდა ვხვდებოდი უკვე ,რომ მიყვარდებოდა ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,არ მქონდა აქამდე ეს გრძნობა გამოცდილი . ახლა უკვე პატარას მოლოდინში ვართ.

10) თავად როგორ შეაფასებდთ, ძნელია ჩემპიონის ცოლობა?

კი.რთულია ნამდვილად მაგრამ,საამაყო არის.

11) რა არის თქვენთვის სამშობლო?

ძალიან მიყვარს ჩემი  ქვეყანა , თავსაც კი შევწირავდი ჩემი ქვეყნისთვის. საოცარი გრძნობაა როდესაც შენი ჰიმნი გესმის.

12)  გაქვთ თუ არა რაიმე ჰობი?

დიახ,ნადირობა მიყვარს ძალიან.

13)  რამდენი კილოგრამია თქვენი მაქსიმუმი,რას უნდა შეეჭიდოთ?

არაფერი არა არის შეუძლებელი, ვნახოთ  500 კილოგრამი მაქვს გეგმაში.

მადლობა ,რომ დამთანხმდით  ინტერვიუზე. წარმატებებს გისურვებთ !

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started