კინემატოგრაფიის ისტორია

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

—კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი

ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

—„ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მის მა შვილმა ალექსანდრემ ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარაი შეისყიდეს და „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საგასტროლოდ გაემგზავრნენ.

1904 წელს ოდესელმა ქალმა სოფია ივანიცკაიამ თბილისში გოლოვინისპროსპექრტზე გახსნა პირველი კინოსტაციონარი „ილუზიონი“, ერთი წლის შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ახალი, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინოთეატრი ააშენა. —
1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.

—1916-1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started